გვაინტერესებს თუ როგორ უნდა შევხდეთ 2011 - კურდღლის წელს? რა უნდა გვქონდეს სუფრაზე? გავიხსენოთ, რა უყვარს ბაჭიას? - სტაფილო, კომბოსტო და სხვადასხვა ბოსტნეული. ანუ კარგი იქნება თუ სუფრაზე ბოსტნეული გვექნება, ასევე სასურველია თევზი, რძის ნაწარმი. სასურველი არ არის გოჭის ხორცი, კატეგორიულად იკრძალება კურდღლის ხორცი სუფრაზე. თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს თეთრი სანთელი, რომლიც კურდღლის წლის დასახვედრად აუცილებელია.
თქვენი საახალწლო სუფრა კარგი იქნება იყოს გადაწყვეტილი თეთრ, ვერცხლისფერ, ნაცრისფერ ფერებში. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს თეთრი ფერის კატის ან კურდღლის გამოსახულება. წლის მმართველი პლანეტა ვენერაა, რომელიც სიყვარულს განაგებს. ახალ წელს თეთრი ფერის სანთლით და ოჯახში მეგობრული გარემოთი შეხვდით. კარგი იქნება თუკი ნაძვის ხეს ვერცხლისფერ ტონალობებში მორთავთ, რადგან წლის სტიქია მეტალია კალენდრის მიხედვით კურდღლის წელი თებერვლის თვეში დადგება, ამიტომაც ნურც ვეფხვს გაანაწყენებთ
|