მართალია სულ რაღაც 3 დღეში ახალი წელი კარზე მოგვადგება და ყველას უკვე მორთული გვაქვს სახლი და ნაძვის ხე,
მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ჩვენს მორთულობას 2011 წლის ახალი ტენდეციები შევმატოთ.
ფრანკფუტის შოუს დახმარებით Christmasworld 2010, ჩვენ ვიცით როგორ რთავენ ევროპაში ნაძვის ხეს.
ყველაზე აქტუალური მოდური ტენდეციები - ჩვენს მიმოხილვაში.
1. იასამნისფერი ფერი
ტრადიციული საშობაო ფერები - წითელი, მწვანე და ოქროსფერია - ამ წელიწადში კი ამ ფერებს ჩაანაცვლებს იასამნისფერი. იასამნისფერი ნაძვის ხის სათამაშოები, სანთლები, ჭურჭელი და სუფრა ძალიან გაალამაზებს და მოდურს გახდის თქვენი სახლის მორთულობას. ასევე ძალზედ აქტუალურია ეს ფერი მაკიაჟშიც.