superstar-stars.tk

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » რატომ არ მაქვს/გვაქვს საახალწლო განწყობა?
7:50 PM
რატომ არ მაქვს/გვაქვს საახალწლო განწყობა?
აი უკვე 30 დეკემბერია და 2 დღეში ახალი წელიც მოგვადგება კარს, მაგრამ პირადად მე და არა მარტო მე
ამ ყველაფერს საერთოდ ვერ ვგრძნობ. მეტიც ისიც ვერ ვიგრძენი, როგორ უცბად გაიქცა დეკემბერი და სულ მალე
იანვარი დაიწყება. ამიტომ შევეცადე თქვენთან ერთად განმეხილა თუ რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ახალი წლის განწყობა არ მაქვს...


1. ამინდი

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალი წლის განწყობა არ იგრძნობა ეს არის საოცრად თბილი ამინდი. თუ ქალაქში
სითბო არ არის, არასდროს წვიმს ან ჰქრის, თოვლზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. კარგად მახსოვს, წინა წლებში თოვლით თუ არა ცივი
ამინდებით ვხვდებოდით ხოლმე ახალ წელს, ამჟამად კი დეკემბერი ოქტომბრისგან არაფრით გამოირჩევა.



2. ტელევიზია

მახსოვს, 2010, რომ დგებოდა უამრავი გადაცემა თუ რეკლამა გადიოდა იმის შესახებ, თუ სად და როდის რა გადაცემა იყო.
იყო ეს საახალწლო კონცერტი, სპექტაკლი თუ სხვა. ახლაც რათქმაუნდა, გადის ამა თუ იმ მაღაზიის საახალწლო ფასდაკლებებთან დაკავშირებული
რეკლამები, თუმცა არა იმდენად რამდენადაც შარშან. წელს ხომ მხოლოდ ერთი გრანდიოზული კონცერტი, ისიც ბათუმში იმართება და სხვა
არაფერი შეცვლილა?


3. საახალწლო საყიდლები

წინათ ერთი სული მქონდა ხოლმე როდის გავიქცეოდი მაღაზიებში, როდის ვიყიდდი ახალ-ახალ სათამაშოებს და როდის დავამშვენებდი
ნაძვის ხეს. ამჯერადაც დიდად განსხვავდება ჩემი შეხედულებები. რაც არდადაგები დაიწყო წიგნის კითხვის, კომპიუტერთან ჯდომის და
ძილის მეტი არაფერი მინდა. სახლიდან გასვლაც ძალიან მეზარება და თითქმის სულ ენჯელი მაქვს ჩართული და ახალ-ახალ ნიუსებს ვეცნობი

P.S არ ვიცი რამდენად ემთხვევა ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს, მაგრამ ამ დღეებში უამრავი ადამიანისგან გავიგონე, რომ
არ ჰქონდათ საახალწლო განწყობა. ვინაიდან მეც მათ რიცხვში შევდივარ, გადავწყვიტე ასეთი ნიუსი გამეკეთებინა.








ყველას ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!!!
კატეგორია: new | ნანახია: 1148 | დაამატა: lika5018 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა


რეგისტრაცია!

საიტის მეგობრები
WWW.REALFC.UCOZ.COM www.tsnews.tk
სექციის კატეგორიები
new [58]
PILMEBI [136]
klipebi [10]
tamashebi [56]
programebi [13]
მინი-ჩეთი
Block title
  • ნიკი: სტუმარი
  • სიახლეები:
  • კომენტარები:
  • თამაში
    ძებნა
    კალენდარი
    «  დეკემბერი 2010  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
    ჩანაწერების არქივი
    საჭირო პროგრამები
    ამინდი
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    რადიო
    Copyright MyCorp © 2024