ოთარ ნემსაძე - ჯეოსტარი 2010
დღეს, რუსთავი 2-ის პირადპირ ეთერში 7 საათიდან 9 საათამდე ჯეოსტარის კონცერტი მიმდინარეობდა. მაყურებელს ბოლო წუთამდე შეეძლო თავის რჩეულისთვის ხმის მიცემა. საბოლოოდ ორ ფინალისტს, სოფო გელოვანსა და ოთარ ნემსაძეს შორის, ძლიერი სქესის წარმომადგენელმა იმარჯვა. ჯეოსტარის ფინალში ორივე მონაწილემ 3-ჯერ იმღერა. მათ შემდეგნაირი დავალებები ჰქონდათ: 1 უცხოური სიმღერა, 1 ქართული და 1 კვარტეტში სიმღერა სხვა ჯეოსტარელებთან ერთად. მთელი შოუს განმავლობაში, მღელვარება საოცრად დიდი იყო, ხოლო ბოლოსკენ კი ნერვიულობამ პიკს მიაღწია. შოუს დასასრულს დუტა სხირტლაძემ, ჯეოსელის დამაარსებელი ოსმან თურმანი მოიხმო, რომელთანაც ერთად ახალი ჯეოსტარი გამოაცხადა - ოთო ნემსაძე!!! ოთარს ხმების 66,4 % ერგო, ხოლო სოფო გელოვანს კი 33,6%.
რაც შეეხება პრიზებს:
ტრადიციულად, წელსაც გამოვლინდა ფორტუნას ფავორიტი, რომელიც ამჯერად ინდირა ჯგერნაია გახდა! ამას გარდა თი ბი სი ბანკს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საიტზე თავად ჩაეტარებინა გამოკითხვა თუ ვინ იქნებოდა, ოთოსა და სოფოს შორის ფავორიტი და ვის მისცემდა ყველაზე მეტ ხმას მსმენელი. ვინაიდან და რადგანაც, სმართის ფავორიტი სოფო გელოვანი იყო, მათ ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე დაასახელეს გამარჯვებული და პირდაპირ ეთერში თავად სმართიმ მილიონი სმართ ქულა სოფო გელოვანს გადასცა.
ამას გარდა სმართ კლუბის ოფიციალურ გვერდზე ტარდებოდა გამოკითხვა სახელად: ''გამოავლინე შენი ჯეოსტარი Smart Club'ში''. ამ კონკურსში გამარჯვება Like-ების დაგროვებაზე იყო დამოკიდებული და ამჯერად ზურა მოსიავამ იმარჯვა, რომელსაც 2 საგზური გადაეცა რომში წასასვლელად.
ჯეოსტარის 14-ვე მონაწილეს ჯეოსელმა ბლექბერები გადასცა. მამაკაცებს შავი ფერის, ხოლო ქალბატონებს კი თეთრი. დაბოლოს, რაც მთავარია ჯეოსტარი 2010-ის ოთო ნემსაძის ჯილდოები:
1. 25,000 ლარი, რომელიც მთლიანად მოხმარდება მისი ალბომის ჩაწერას. 2. ახალთახალი ავტომანქანა. და რათქმაუნდა 1-ლი ადგილის თასი, წარწერით ''ჯეოსტარი 2010.''
მე ოთარ ნემსაძეს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, ხოლო თქვენ უბედნიერეს შობა-ახალ წელს გისურვებთ! მრავალს დაესწარით და მე კიდევ შემოგთავზებთ უამრავ გაუმჯობესებულ ნიუსს!
|