მოგეხსენებათ, მილიტოსა და ჟეფრენ სუარესს ტრავმები აწუხებთ. სასიამოვნო ინფორმაცია გაისმა 2010 წლის დასასრულს, მედიკოსებმა ისინი გასინჯეს და დაასკვნეს, რომ მათი გამოჯანმრთელება კარგად მიმდინარეობს და ისინი სულ რამდენიმე დღეში შეუერთდებიან პირველ გუნდს და დაიწყებენ ვარჯიშსს. გაბრიელ მილიტომ ტრავმა 10 ნოემბერს მიიღო "სეუტასთან" სათასო მატჩში (5:1). იგი თითმის უკვე ორი თვეა რაც უქმობს, იანვრის შუა რიცხვებში შესაძლოა უკვე გაბი მოედანზე ვიხილოთ. ხოლო რაც შეეხება ჟეფრენ სუარესს, მან ტრავმა "რუბინთან" მატჩში მიიღო 7 დეკემბერს (2:0). გუნდის მე–11 ნომერმა მე–11 წუთზე "კამპ ნოუს" სტადიონზე მიიღო ტრავმა, რომელმაც არ მისცა საშუალება შემდეგ მატჩებში მონაწილეობის მიღებისა. მოგეხსენებათ, ჟეფრენ სუარესმა 29 ნოემბერს "რეალის" რბევას დაუსვა წერტილი (5:0).
|