ლედი გაგა რეკორდს რეკორდზე ამყარებს: გასულ კვირას იგი ყველაზე ყველმოქმედ სელებრითად დაასახელეს და ასევე ყველაზე ექსტრავაგანტულ სელებრითად. მაგრამ როგორც ჩანს ფანები არა მარტო მის ექსტრავაგანტულობას აფასებენ, რადგან მისი დისკი ერთი წლის განმავლობაში გაიყიდა 5.8 მილიონიანი ტირაჟით. "ალბომი წლის ბესთსელერი გახდა! მე ღელვით ვფიქრობ თუ რა მოხდება შემდეგ. გჯეროდეთ, ბევრი იმუშავეთ და თქვენი ოცნებები ახდება"- დაწერა თავის ბლოგზე გაგამ. მეორე ადგილი დაიკავა ემინემმა ალბომით «Recovery». მაღაზიის ვიტრინებში ეს დისკი გაჩნდა ივნისში და 5,7 ტირაჟით გაიყიდა, თუ მომღერალი უფრო ადრე გამოუშვებდა დისკს იგი აუცილებლად მოუგებდა გაგას. სხვათა შორის, ემინემი გახდა ყველაზე პოპულარული სელებრითი ინტერნეტ სფეროში, გვაუწყებს Amazon. მესამე ადგილი მოიპოვა ჯასტინ ბიბერმა ალბომით «My World», რომელიც 5,6 ტირაჟით გაიყიდა. ეს ყველაფერი აღსანიშნავია თუ გავითვალისწინებთ, რომ მომღერალი სულ რაღაც 16 წლისაა.
|