Georgian Fashion Company საახალწლო პროგრამა ქალაქ თბილისის ფარგლებში 30 დეკემბრის დღის პროგრამა: ჩვეულებისამებრ შარდენი და მეიდანი სადღესასწაულო გამოფენებს და მცირე კონკურსენს უმასპინძლებს, თავისუფლების მოედნისგან განსხვავებით (სადაც კონცერტები იგეგმება) მშვიდი და წყნარი სიტუაცია იქნება შემქნილი გორგასლის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი-გვირაბი, რომელიც ლესელიძის და გორგასლის ქუჩის კვეთაზეა (მეტეხის ხიდთან, შარდენის ქუჩის ჩასახვევში) გამოფენებისა და სხვადასხვა თამაშობების ადგილად იქცევა 13:00-15:00 გორგასლის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში (გვირაბში) გაიმართება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და გაყიდვა 15:00-19:00 იმავე ადგილზე მოეწყობა "ბოდი არტის" მასტერ კლასები, აქვე დაამზადებენ ნაძვისხის სათამაშოებს და აკადემიის სტუდენტების მიერ მომზადებულ ნაძვისხეს ერთ-ერთ დევნილთა სკოლას გადაცემენ. 19:00-20:30 შერატონ მეტეხი პალასში გრანდიოზული შოუ ჩვენება გაიმართება, სადაც ცნობილი ადამიანების შვილებთან ერთად დევნილ ბავშვთა გამოსვლებსაც ვიხილავთ. "არავითარი შეზღუდვა მომავალს" - ეს პროექტი Georgian Fashion Company-ის მეორე საქველმოქმედო აქცია იქნება. "ბასტი-ბუბუ", "ფონდი ხელოვანები თანადგომისთვის", სამხატვრო აკადემია და ქართველი დიზაინერები: ავთანდილ ცქვიტინიძე, ფატუნა ბუშიჰედი, თეონა ელიზბარაშვილი, ბიჭოლა, გოგა ნიქაბაძე, ტატა ნიკოლაიშვილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ლელა კულიანი, ქეთი ჩხიკვაძე და ირაკლი რუსაძე საახალწლო ნაძვის ხეებს მორთავენ და უსახსოვრებენ ბავშვებს. პროექტის მხარდამჭერია - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 19:00-20:30 ამავე დროს პარალელურად გორგასლის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გაიმართება კარაოკე და გასართობი თამაშები ნებისმიერი მსურველისთვის. 21:00 საათზე შარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის დასვკნითი ნაწილი: საახალწლო საჩუქრების გადაცემა მოხდება დიზაინერებისა და კომპანიებისგან დევნილი და სოციალურად მიუსაფარი ბავშვებისთვის. შარდენის ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარები და კომპანია Mgroup მოაწყობენ ტკბილეულის და "თელიანი ველი" და "სარაჯიშვილი" სასმელის დეგუსტაციას. მუსიკალური ბენდი, ცნობილი მომღერლები და ანსამბლი "აკადემია" საღამოს გაალამაზებენ ყველა გამართულ ღონისძიებაზე (შერატონ მეტეხში გამართული ჩვენების გარდა) დასწრება თავისუფალია გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, მხიარულებას და ოცნებების რეალიზებას
|