ჰოლივუდი - ეს ის ადგილია , სადაც ყველას სურს სახელის დამკვიდრება .. ამისათვის ვარსკვლავები გრძელ და დამღლელ გზას გადიან , ნელ-ნელა 'იზრდებიან' და იხვეწებიან .. სწორედ ამიტომ მოდით , თვალი გადავავლოთ სელებრითების სტილის ტრანსფორმაციას Heidi Montag 24 წლის რეალითი შოუს The Hills -ის გმირმა ჰეიდი მონტაგმა გაიკეთა უამრავი პლასტიკური ოპერაცია , ამაყად გამოვიდა ასპარეზზე მთლიანად შეიცვალა არა მარტო გარეგნობა , არამედ თავისი სტილიც Rihanna 22 წლის პოპ-ვარსკვლავი რიანა შვენს წინაშე პირველად 2004 წელს წარსდგა , სიმღერით 'SoS' . თავიდან ის მოგვევლინა განიერი ჯინსებითა და მუქი , ყავიფერი თმებით . მან შემდეგ დახვეწა და ბევრად გაააუმჯობესა სტილი , დღესდღეობით კი რიანა ჩვენს წინაშე წითელი თმებით იწონებს თავს Britney Spears 29 წლის ამერიკელი პოპ-დედოფალი ბრიტნი სპირსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში , როგორც ამას მოდის კრიტიკოსები ამბობენ , უპირატესობას ანიჭებდა 'Country ' -სა და Rock n' roll-ს შერწყმას , მაგრამ ისინი არ არიან დარწმუნებულები , თუ დღეს როგორი სტილის ტანსაცმელი მოიპოვება ბრიტნი სპირსის გარდერობში Nicole Richie 27 წლის დიზაინერს ნიკოლ რიჩს ძალიან უყვარს ორიგინალურად ჩაცმა , ისევე როგორც სხვა ვარსკვლავებს , ის უპირატესობას ანიჭებს დიზაინერი - Rachel Zoe -ს ტანისამოსს . ნიკოლს ძალიან უყვარს ღია ფერები და ის თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს 'Ugg boots'-ში . ადვილი შეასმჩნევია სურათებიდან , რომ მან ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაიკლო წონაში . Miley Cyrus 18 წლის ვარსკვლავი მაილი საირუსი , უკვე სრულწლოვანია და ის არ ერიდება თამამ გადაწყვეტილებებს , თუ ის 'ჰანნა მონტანაში ' საყვარელი გოგონა იყო , მისი სტილი ამ სერიალის შემდეგ სრულიად შეიცვალა და რაც მთავარია დაიხვეწა . მაილი ყოველთვის გემოვნებიანად და ორიგინალურად ჩაცმული გვევლინება ეს იქნება წითელ ხალიჩაზე , თუ უბრალოდ ქუჩაში . Katie Holmes ნებისმიერი ქალი ოცნებობს , რომ გახდეს ჰოლივუდის ვარსკვლავი და ამასთან ტომ კრუსის ცოლი , ეს ოცნება რეალობად ექცა ქეით ჰოლმსს , ის გახდა მსაბიობი და 2005 წელს დაქორწინდა ტომ კრუსზე . მისი კარიერა განსაკუთრებით წარმატებული სწორედ ამ ქორწინებამ გახადა .ქეითმა შეცვალა თავისი საყვარელი გოგონას იმიჯი და დღესდღეობით იგი სერიოზული და სექსუალური ქალის იმიჯით სარგებლობს . Jessica Simpson 27 წლის ამერიკელი მსახიობის , ჯესიკა სიმპსონის კარიერა დაიწყო სავსე კრიტიკით , მის წონასთან დაკავშირებით . მოდის კრიტიკოსები ფიქრობდნენ , რომ სამხრეთელი ლამაზი ქალი უნდა ყოფილიყო იდეალური წონის , მაგრამ მან არ დაივიწყა 'ოქროს წესი'- ' კაბა შენი სხეულისთვის ' . ჯესიკას ასევე აკრიტიკებდნენ კეხიანი ცხვირის გამო , მაგრამ სიმპსონს არასდროს უფიქრია პლასტიკურ ოპერაციაზე და ის თვლის , რომ მისი ცხვირი ძალიან კოხტა და საყვარელია . Lindsay Lohan ამ სურათიდან ალბათ , ყველაფერი გასაგებია , თუ როგორ დაიხვეწა 24 წლის ამერიკელი მსახიობი ლინდსი ლოანი . ის იმდენად თამამი გახდა და იმდენად შეიყვარა ღამის კლუბები და ალკოჰოლი , რომ ამის გამო სასამართლოშიც კი მოუწია თავის მართლება . რაც შეეხება მის სტილს , ის თავიდან ბოლომდე შეცვლილი და დახვეწილია , წონაშიც საგრძნობლად დაკლებულია . ლინდსი ხან შავი , ხან წითური , ხანაც კი ქერა თმებით გვევლინება . Ashlee Simpson 26 წლის ამერიკელი მსახიობმა , მოცეკვავე და მომღერალმა ეშლი სიმპსონმა არაერთხელ შეცვალა თმის ფერი , ის თავს იწონებდა ხან შავი , ხან წითური , ხან კი ქერა თმებით .ჯესიკა არის ახალგაზრდა ჰოლივუდელი დედიკო , რომლემაც გაიკეთა ბევრი პლასტიკური ოპერაცია , დაიკლო წონაში და ამასთან ბევრჯერ შეიცვალა ჩაცმის სტილი. Hilary Duff 24 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჰილარი დაფი , არასდროს გამოირჩეოდა სითამამით . მან ძალიან დახვეწა თავისი სტილი და სუპერ-ვარსკვლავს წითელ ხალიჩაზე Vera Wang -ის ულამაზეს კაბასთან ერთად მილიონ- დოლარიანი ბეჭედი ამშვენებდა .
|