ამ ახალი წლის დღეებში სპეციალისტები განაგრძობენ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ამჯერად მათ გამოაქვეყნეს იმ პროდუქტების ათეული, რომელსაც ჩვენ რეგულარულად ვიყენებთ და ამავე დროს დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის. ამ სიის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი გაოცდა! ანტირეიტინგის ლიდერი გახლავთ ყველასათვის საყვარელი ჩიფსი და გაზიანი წყლები, რომელიც მეცნიერების აზრით, ადამიანის ორგანიზმს უდიდეს ზიანს აყენებს. მეორე ადგილი დაიკავა "სწრაფი კვების" პროდუქციამ. როგორც ჩანს სწრაფად მომზადებული საჭმელი დიდ ზიანს გვაყენებს. მესამე საპატიო ადგილზე კი ძეხვეული და შებოლილი პროდუქტებია. მეცნიერების აზრით ისინი გაცილებით მეტ საღებავებს შეიცავენ, ვიდრე ბუნებრივ ინგრედიენტებს. ბევრისთვის საყვარელი ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები მეოთხე ადგილას აღმოჩნდენ. მეხუთე ადგილზე გავიდა მარგარინი. მეექვსეზე-ფქვილი ნაწარმი. მეშვიდეზე-მარცვლეული. საინტერესოა, რომ ბოლო დროს იტალიელი მეცნიერები ექსპერტების დასკვნით, თეთრი პური ცუდია ქალთა ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა მუცლის არეში და ბარძაყებზე ჩნდება ზედმეტი კილოგრამები. მისი რეგულარულად გამოყენება საჭმელში მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს დიდ პრობლემებს მოგვიტანს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. მერვეზე ადგილი ამავე მიზეზით დაიკავა კოფეინმა. კოფეინს მოჰყვება ნაყინი, შოკოლადი, საღეჭი რეზინი და ტკბილეული. არარეიტინგულ სიას კი მაიონეზი ხურავს. და ბოლოს თუ ამ ჩამონათვალს ვერ შეელევით, მაშინ თაფლი აუცილებლად მიირთვით, რადგაან თაფლი შეებრძოლება თქვენი ჯანმრთელობის დაღუპვას!
|