superstar-stars.tk

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2011 » იანვარი » 6 » განათლებული ვარსკვლავები
6:26 PM
განათლებული ვარსკვლავები
შთაბეჭდილება რჩება, რომ ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავი უტვინოა.
ალბათ ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ ახლა თავად დარწმუნდებით, რომ არის ამაში სიმართლის მარცვალი.
მოდით, ერთად გავიგოთ, ვის როგორი ,,განათლება" აქვს მიღებული.

ემა უოტსონი


მომხიბვლელ და ჭკვიან ემას უდარდელი ბავშვობა ჰქონდა.
იგი კერძო სკოლაში, უმაღლეს ქულებზე სწავლობდა.
ასევე, მონაწილეობდა სასკოლო თვითშემოქმედებაში და არაერთხელ გაუმარჯვია პოეტურ კონკურსებში.
„ჰარი პოტერის“ ქასთინგზე ემა, მისი დრამატული წრის ხელმძღვანელმა წაიყვანა.
მისი მხარდაჭერით ემამ ქასთინგის რვა ურთულესი რაუნდი გაიარა, სანამ როლზე დაამტკიცებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ბავშვი მსახიობების მსგავსად, ემა უოტსონს სულაც არ გასჩენია ვარსკვლავური სენი.
იგი ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი იყო, რომელსაც არც ვარსკვლავობის ამბიცია ჰქონდა და არც უჩვეულო მოთხოვნები.
თუმცა, თავის ფასი იცოდა და როდესაც მეექვსე სერიის გადაღება დასრულდა,
ემამ პროექტიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, რათა უმაღლესი პროფესიული განათლება მიეღო.
პროდიუსერებმა მისი ჰონორარი უმალვე 2 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაზარდეს, რაზეც ემამ უარი აღარ თქვა, თუმცა დაამატა,
რომ გადაღებებისთვის მხოლოდ არდადეგების პერიოდში მოიცლიდა.

ბრწყინვალე მონაცემების მქონე ემას ოქსფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ელოდებოდნენ.
თუმცა, მან ნაკლებპრესტიჟული ამერიკული, ბრაუნის უნივერსიტეტი ამჯობინა.
იქ იოლად დაემალებოდა პაპარაცებს და თავს ჩვეულებრივი სტუდენტივით იგრძნობდა.
როდესაც ემამ დენიელ რედკლიფს უამბო, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში აპირებდა ცხოვრებას,
„ჰარი პოტერის“ როლის შემსრულებელმა მას ავადმყოფი უწოდა და მასხრად აიგდო.


დაკოტა ფენინგი


გოგონა ცდილობს იცხოვრობს ჩვეულებრვიი ამერიკელი გოგონას თინეიჯერული ცხოვრებით.
ის დადის სკოლაში და ჩირლიდერია..

დანიელ რედკლიფი


დადიოდა რა ვაჟთა კერძო სკოლაში, ამ დროს ის უკვე ოცნებობდა მსახიობის კარიერაზე.
დენი ცდილობდა მოლაპარაკებოდა თავის ოჯახს დაერთოთ მისთვის ნება ეთამაშა ოლივერ ტვისტის როლი,
მაგრამ მას არ მისცეს თანხმობა, იმიტომ რომ მისი მშობლების
აზრით მსახიობის კარიერა არ იყო მუდმივი და მათ არ სურდათ ენახათ შვილი იმედგაცრუებული..
როდესაც დანიელ რედკლიფს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა
,,ემა უოტსონი უმაღლესში სწავლობს და თქვენ არ აპირებთ უმაღლესი განათლების მიღებასო" პასუხი ასეთი იყო:
- არა მგონია. უბრალოდ, ვცდი, კარიერა ავაწყო. ემა ჩვენ სამს შორის ყველაზე ჭკვიანია
და ჩვენზე გაცილებით უკეთ სწავლობს.
არ ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში ან კოლეჯში ცხოვრება რუპერტს ან მე შეგვეფერებოდეს.
მართალი გითხრათ, სკოლაშიც ძალიან მიჭირდა. ჩემი აზრით, თუ რაღაც საშენო იპოვე,
პრაქტიკულად უნდა დახვეწო ოსტატობა. მსახიობობა მართლა საჩემოა.
ვეცდები, ამისკენ მქონდეს მთელი ყურადღება და ჩემი კარიერა რაც შეიძლება გავახანგრძლივო.

მაილი საირუსი


თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა
კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან
ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",
თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც
ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა.
ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.

ნატალი პორტმანი


ნატალი სრულყოფილად ფლობს ივრითს.
2003 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ბაკალავრიატის კურსი.
ჰარვარდში ჩაბარებამდე მისი გაგზავნილი ესე იყო ანტი-ებრაულ თემაზე დაწერილი.

"მირჩევნია ვიყო განათლებული ვიდრე ვიყო ცნობილი მსახიობი"

[c]
[/c]
კატეგორია: new | ნანახია: 1083 | დაამატა: lika5018 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
შესვლის ფორმა


რეგისტრაცია!

საიტის მეგობრები
WWW.REALFC.UCOZ.COM www.tsnews.tk
სექციის კატეგორიები
new [58]
PILMEBI [136]
klipebi [10]
tamashebi [56]
programebi [13]
მინი-ჩეთი
Block title
  • ნიკი: სტუმარი
  • სიახლეები:
  • კომენტარები:
  • თამაში
    ძებნა
    კალენდარი
    «  იანვარი 2011  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
         12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
    ჩანაწერების არქივი
    საჭირო პროგრამები
    ამინდი
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    რადიო
    Copyright MyCorp © 2024