ახალი ტექნოლოგიების ცენტრში გაზეთმა ''პრაიმ ტაიმმა''2011 წლის კალენდარის გამოფენა მოაწყო, რომელშიც გაზეთის მიერ გამოკითხვის შედეგად გამარჯვებული წარმატებული ქალბატონების ფოტოები შევიდა. [/c] ფოტოებს ეტყობოდა, რომ კომერციული მიზნებისთვის იყო შექმნილი და ცოტა ნაჩქარევად ჰქონდა გადაღებული ფოტოგრაფ ჯიჯი რეჯინს. თუმცა სანახაობრივად საინტერესო გამოდგა განსხვავებულ ამპლუაში ნახვა, მაია ასათიანის, ინგა გრიგოლიას, ლიკა ევგენიძის, ლელა წურწუმიას, ქრისტინე იმედაძის და სხვა ქალბატონების. საქველმოქმედო აქცია პრეზენტაციაზე კალენდართან ერთად, ქოთანში ჩარგული ცოცხალი ნაძვების და გრაფიკული ნახატების გაყიდვა მოეწყო, შემოსული თანხა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს ჩაერიცხა. ასევე მოეწყო ტუსია ბერიძის ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც ნიკა მაჩაიძის შექმნილი გახლდათ, ნამუშევარი მიუხედავად იმისა რომ კრეატიული იყო გრაფიკაში ცოტა მოიკოჭლებდა.
|